მოგესალმებით, ჩვენს ვებ-გვერდზე – UNIDOORS.GE გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკას.
კონფიდენციალობის პოლიტიკა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა თქვენ ეწვევით ან/და ეცნობით ჩვენს ვებ-გვერდს, რაიმე პროდუქტის შეძენის გარეშე, როდესაც რეგისტრირდებით UNIDOORS.GE -ზე, ასევე როდესაც გამოიყენებთ ჩვენს ვებგვერდს.
კონფიდენციალობის პოლიტიკა უზრუნველყოფს, გაიგოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება.
ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენ მიერ.
ვებ-გვერდს UNIDOORS.GE მართავს შპს „იუნიდოორს“ .შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ქუთაისი, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისი, ავტომშენებლის 88, საიდენტიფიკაციო კოდი 404636159 .
UNIDOORS.GE პატივს სცემს თქვენს უფლებას, იყოთ ინფორმირებულები იმ მოქმედებათა შესახებ, რომლებიც უკავშირდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მონაცემების გამოყენებისას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას, გამოიყენება აუცილებლობის პრინციპი. მაშასადამე, თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაცული იქნება გონივრულ მინიმუმამდე და ამ მონაცემების გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება.
ჩვენ არ მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მაშინ როცა მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ანონიმური მონაცემებით (როგორიცაა მარკეტინგული კვლევები, რომლებიც ახდენენ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას) ან სხვა საშუალებებით, რომლებიც აძლევს UNIDOORS.GE თქვენი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გარდა იმისა როცა ეს არის მკაცრად აუცილებელი ან არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა (მაგალითად, მონაცემთა ტრაფიკისა და IP მისამართის შემთხვევაში).
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
ა. ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს პირად მონაცემებს, მაღ შორის პირად ნომერს, პაროლს, ელექტრონული ფოსტის მისამართს) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით (ჩემი გვერდი), იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებ-გვერდის დაცულ ადგილებზე და რომ გამოგიგზავნოთ ჩვენი საინფორმაციო ბროშურები, ბმულები კონკრეტული მოთხოვნის შემთხევაში;
ბ. დახმარების მოთხოვნის დროს, პროდუქციის შეძენის თუ დაბრუნების დროს, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს სახელს და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პაროლს) იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია UNIDOORS.GE -თან და პროდუქტის შესყიდვა/დაბრუნებასთან;
გ. ტექნიკური დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია დათვალიერებასთან, ვებბრაუზერის შეთავსებადობასთან და UNIDOORS.GE ვებ-გვერდების ნახვასა და ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით;
დ. ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თქვენი პერსონალური მონაცემები ძირითადად დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით და ზოგიერთ შემთხვევაში, მატერიალურად (დოკუმენტების) მეშვეობით, რათა თავიდან იქნას აცილებული თაღლითობა UNIDOORS.GE -ზე. თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ გზით, რომელიც საშუალებას აძლევს UNIDOORS.GE მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამის შედეგად დამუშავება.
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე. თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი მოთხოვნის დამუშავებისთვის. უფრო მეტიც, თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში.
UNIDOORS.GE დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხოლოდ თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავების პროცესში პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ნებისმიერ დროსა და წერილობითი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში UNIDOORS.GE შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი მონაცემების დამუშავებას წერილობითი შეტყობინების მიღებიდან გონივრულად შემჭიდროვებულ ვადებში.
თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდება (კერძოდ, თქვენი პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი) აუცილებელია თქვენს მიერ UNIDOORS.GE -ზე მომსახურების მოწოდებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად. თქვენი მხრიდან UNIDOORS.GE პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე უარის თქმა, რომელიც აუცილებელია ზემოთ დასახელებული მიზნებისთვის, შესაძლოა აისახოს იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ვერ მოხდეს UNIDOORS.GE -ზე არსებული მომსახურების მიწოდება, რომლებიც ხელმისაწვდომია UNIDOORS.GE -ზე, როგორიცაა საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნა. მაშასადამე, ინფორმაციის მიუწოდებლობა შესაძლოა წარმოადგენდეს, ზოგიერთ შემთხვევაში, ლეგიტიმურ და გამართლებულ მიზეზს თქვენს მიერ UNIDOORS.GE -ზე მომსახურების მოუწოდებლობის. სხვა სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება UNIDOORS.GE –თვის , რომლებიც არ არის საჭირო კანონით ან ხელშეკრულებით მოთხოვნილი ვალდებულებების შესრულებისთვის ან მოთხოვნილი მომსახურების მოწოდებისთვის, პირიქით, არის, ნებაყოფლობითი და არ აქვს არანაირი გავლენა ვებ-გვერდის ან მისი მომსახურების გამოყენებასთან ან UNIDOORS.GE -ზე მომსახურების მიღებასთან. ზოგიერთ შემთხვევაში და თუ მოთხოვნილია, დროდადრო, ჩვენ გონივრულ ვადაში მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც UNIDOORS.GE გასამჟღავნებელია, სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი წესით. აუცილებლად მიგითითებთ გასამჟღავნებელი ინფორმაცია არის სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი.
როდესაც იყენებთ UNIDOORS.GE -ს, ზოგიერთი პერსონალური მონაცემი შესაძლოა დამუშავდეს ავტომატურად, მაგალითად, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ მომხმარებლის IP მისამართებს და სხვა სახის ინფორმაციას, რომლებიც ეხება მომხმარებლის მონაცემთა ტრაფიკს და მომხმარებლების უპირატესობებს ამ ვებგვერდზე არსებული მომსახურების არჩევისას. ინფორმაცია და მონაცემი შეგროვებულია ავტომატურად და პირდაპირ ვებ-გვერდის მიერ, როგორც მისი ოპერატიული ფუნქციების ნაწილი. ეს ინფორმაცია და მონაცემი შემდეგში მუშავდება ერთიანად და ანონიმურად კომერციული მიზნებისთვის იმისთვის, რომ მოხდეს UNIDOORS.GE -ზე ხელმისაწვდომი მომსახურების გაუმჯობესება. ვებ-გვერდი იყენებს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა Cookies. ეს არის მოწყობილობა, რომელიც გადაცემულია ინტერნეტ მომხმარებლის მყარ დისკზე. ის არ შეიცავს გასაგებ ინფორმაციას, მაგრამ ის საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს დაუკავშირდეს მის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლების მიერ UNIDOORS.GE -ზე. Cookies არის გავრცელებული ჩვენს სერვერებში და არავისთვის არ არის მისაწვდომი ის ინფორმაცია, რომელიც ინახება მასში. მხოლოდ UNIDOORS.GE ამუშავებს Cookies მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ერთიანად და ანონიმურად, იმისთვის რომ მოხდეს მისი მომსახურებისა და ვებგვერდის ოპტიმიზაცია მომხმარებელთა საჭიროების და უპირატესობის შესაბამისად. ჩვენ დავუკავშირეთ Cookies იმ ფუნქციებს, როგორიცაა არჩეული ქვეყანა, კატალოგის დათვალიერება, ზოგადად დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის განკუთვნილი მომსახურების გაწევა. როგორც თქვენ შეიძლება იცოდეთ, თითოეული ინტერნეტ ბრაუზერი იძლევა შესაძლებლობას Cookies წაშლისა თითოეული სესიის შემდეგ. თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი შეიცავს ინფორმაციას ამ წაშლის პროცედურების შესახებ. გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში, თუ გსურთ წაშალოთ Cookies. მონაცემთა ავტომატურად შეგროვების პროცედურის და Cookies გამოყენების შესახებ თანხმობა არის აუცილებელი ვებ-გვერდისა და მისი მომსახურების სარგებლობისთვის.თუ თქვენ დაიწყეთ Cookies წაშლის პროცედურა, UNIDOORS.GE ვერ უზრუნველყოფს, რომ UNIDOORS.GE -ის ყველა ვებ-გვერდი იქნება ნაჩვენები ან განსაზღვრული მომსახურებები იქნება მოწოდებული.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მიიღოთ UNIDOORS.GE : 1. განახლებული, შესწორებული ან როდესაც თქვენ გაქვთ მსგავსი ინტერესი, თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ; 2. თქვენი (უკანონოდ დამუშავებული) პერსონალური მონაცემების წაშლა, გარდაქმნა ანონიმურ ფორმაში, დაბლოკვა, მათ შორის მონაცემი, რომელიც არ არის საჭირო, რომ იქნას შენახული, იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იქნა შეგროვებული და შემდგომში დამუშავებული; 3. თანხმობა ოპერაციებზე, რომლებიც ზემოთ იქნა აღნიშნული (იგივე შინაარსით), რომელშიც მონაცემი გამჟღავნდა ან გავრცელდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ან თუ გამოყენებული საშუალებები აშკარად არაპროპორციულია უფლების დაცვისთვის.
თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ, მთლიანად ან ნაწილობრივ: 1. ლეგიტიმური მიზნებისთვის, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუნდაც ის დაკავშირებული იყოს იმ მიზნებთან, რისთვისაც შეგროვდა; 2. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება რეკლამის ან პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის ან მარკეტინგული კვლევისა ან კომერციული კომუნიკაციის ჩატარების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თავისუფლად გამოიყენოთ აღნიშნული უფლებები, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ამას აკეთებთ გამოსაყენებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენი კომპანიია მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.
UNIDOORS.GE–ს შეუძლია შეცვალოს ან უბრალოდ განაახლოს კონფიდენციალობის პოლიტიკა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. კონფიდენციალობის პოლიტიკის შესწორებებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინება თქვენთვის მოხდება, როგორც კი ასეთი შესწორებები და ცვლილებები განხორციელდება და მათ სავალდებულო ძალა ექნება ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. მაშასადამე, თქვენ მოგეთხოვებათ რეგულარული წვდომა გქონდეთ ამ განყოფილებაზე, იმისთვის რომ შეამოწმოთ უახლესი გამოცემები და UNIDOORS.GE -ის განახლებული პოლიტიკა.
მუდამ კეთილგანწყობილი თანამშრომლობის იმედითა და პატივისცემით
შპს „იუნიდოორს“